phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში   სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation  for Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 პროექტის კოორდინატორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რექტორთან და პროფესორებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.  ასევე,  პროექტის გუნდი შეხვდა ადგილობრივი სკოლის დირექტორებს, სპეც. პედაგოგებს, შშმ და სსმ საკითხებზე მომუშავე არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მშობლებს  და სხვა დაინტერესებულ პირებს. შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისუაბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
 

პარტნიორები